ყვარელში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ავტომობილი ჯებირს შეეჯახა.

ადგილობრივი მედია "მთავარი ამბები

კახეთიდანს" ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები