საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის ფასი
დედაქალაქის ცენტრში
ყველაზე ძვირი რუსეთში, ხოლო ყველაზე იაფი თურქეთშია.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს განახლებული მონაცემებით, მოსკოვში 1 კვ.მ
ბინის საშუალო ფასი ქალაქის ცენტრში 9 772 დოლარს შეადგენს. ეს კი
მაშინ, როცა ანკარაში 1 კვ.მ-ის ფასი 1 667 დოლარის ფარგლებშია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის ბინების სიძვირით
მოსკოვს
ერევანი მოსდევს, სადაც 1 კვ.მ-ის ფასი ცენტრში 3 381
დოლარია.
კვლევის თანახმად, თბილისში 1 კვ.მ-ის ფასი 2 294 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება ბაქოს, აქ ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვ.მ-ზე 2 195
დოლარს უტოლდება.