სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 215%-ით, ხოლო ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები 500%-ით გაიზარდა - შსს-ს მონაცემები
2026 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22.06 %-ით არის გაზრდილი. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები.

კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, 2026 წლის 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 249 შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ როცა, გასული წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 204 იყო.

რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, უწყების ცნობით, წელს დაფიქსირებული 249 ფაქტიდან 62 გაიხსნა,

შედეგად გახსნის მაჩვენებელმა 24.9% შეადგინა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში განსაკუთრებით გაზრდილია ქრთამის აღებისა და ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევები.

უფრო კონკრეტულად, შს სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოში სამოხელეო დანაშაულის შემთხვევების სტატისტიკა ასეთი იყო:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები - დაფიქსირდა 39 შემთხვევა, წლიურად 44.44 %-ით გაიზარდა;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები - დაფიქსირდა 106 შემთხვევა, წლიურად 4.95%-ით გაიზარდა;
  • ქრთამის აღების ფაქტები - დაფიქსირდა 41 შემთხვევა, წლიურად 215.38%-ით გაიზარდა;
  • ქრთამის მიცემის ფაქტები - დაფიქსირდა 2 შემთხვევა, 71.43%-ით შემცირდა;
  • ზეგავლენით ვაჭრობა - დაფიქსირდა 5 შემთხვევა, წლიურად 500%-ით გაიზარდა;
  • კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება - დაფიქსირდა 1 შემთხვევა, წლიურად მაჩვენებელი არ შეცვლილა;
  • სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები - დაფიქსირდა 12 შემთხვევა, წლიურად 25%-ით შემცირდა;
  • სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები - დაფიქსირდა - 41 შემთხვევა, წლიურად - 24.24%-ით გაიზარდა;
  • განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება - დაფიქსირდა 2 შემთხვევა, წლიურად მაჩვენებელი არ შეცვლილა.
რაც შეეხება სხვა ტიპის სამოხელეო დანაშაულებს, რგორებიცაა: სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა, შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მათი არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მიმდინარე წელს.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები