გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც
ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა,
3 - ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან
საქმეთა სამინისტროში
დაუდასტურეს.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.