2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი უკრაინის
მოქალაქეების 13% საქართველოს რეზიდენტები არიან.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის
ინფორმაციაში.
სებ-ის განმარტებით, ეს ადამიანები საქართველოში უკვე 1 წელზე მეტია
იმყოფებიან ან 1 წელზე მეტი ვადით აპირებენ დარჩენას. სწორედ ამიტომ,
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, საქართველოს რეზიდენტებად
ითვლებიან და მათი ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან
მიღებულ შემოსავლებში.
„2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში
მყოფი უკრაინის მოქალაქეების 13.0% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი
ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას,
თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან
საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში,” –
ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ
ტურიზმიდან 1.864 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან,
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში უკრაინელებმა
საქართველოში ჯამში, 68.4 მლნ დოლარი დახარჯეს.