სიახლე
მთავრობის სარეზერვო ფონდის მესამედი ღონისძიებების დაგეგმვაზე იხარჯება – IDFI
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდის მესამედი არა ფორსმაჟორულ სიტუაციებზე, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე იხარჯება.

ორგანიზაციამ 2013–2017 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ ლარზე მეტი. ამ პერიოდში ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს – 172 მლნ ლარზე მეტი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები შეუზღუდავ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას სარეზერვო ფონდების განკარგვისთვის, ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა და გაუმჭვირვალე ხარჯვის რისკები.

სარეზერვო ფონდიდან ხშირად თანხები გამოიყოფა საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დასაფარად კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობას, აცხადებს IDFI.

კვლევის მიგნებები:

  • ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით იზრდებოდა მინიმუმ 80%-ით
  • ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად – 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%). თუმცა, ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება – 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 25,2%)
  • მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს (9%) და სოციალურ ხარჯებს
  • წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა ისეთი ხარჯების დასაფარად, რომლებიც ყოველწლიურია და დაგეგმვის ეტაპზე შესაძლებელია მათი გათვალისწინება სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტებში.
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა
გვითხრათ?“-ასე მიმართა პანკისში, შეტაკებების ადგილზე ჩასულმა გიორგი
გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას.
23:18 / 21.04.2019
„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა გვითხრათ?“-ასე მიმართა პანკისში, შეტაკებების ადგილზე ჩასულმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა
საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ
მოუწოდა.
12:39 / 21.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა.
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების
წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები
გამოიყენეს.
12:13 / 21.04.2019
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ამ
წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის
დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას
აპროტესტებს.
12:00 / 21.04.2019
ამ წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით
დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ
მიღებული ინფორმაციებისადმი.
09:56 / 18.04.2019
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი.