ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა
პარტია ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

პირველი არხის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ერთ ოფიციალურ უწყებაში, პარლამენტის დეპუტატები კი შესაძლო ცვლილებებს უარყოფენ.

სხდომის ჩანიშვნის ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ ქართული ოცნების პრესსამსახურში, თუმცა On.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრა 15:00-ზე გაიმართება.

წყარო: On
Print