სიახლე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის
შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
15:30 / 20.03.2019
პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების
რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ
გამოაქვეყნა.
14:55 / 20.03.2019
საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეკინის გამზირზე
მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე ორი
პირი, მამა-შვილი დააკავა, რომლებიც წარსულში სხვადასხვა
დანაშაულისთვის ნასამართლევი არიან.
11:56 / 20.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი, მამა-შვილი დააკავა, რომლებიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი არიან.
ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსების ტექნიკური
დათვალიერება წელიწადში ორჯერაა სავალდებულო.
23:59 / 18.03.2019
ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერება წელიწადში ორჯერაა სავალდებულო.
არ
შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა
რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში,
23:43 / 18.03.2019
არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში,
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ენმ-ში
შიდაპარტიული საკითხების გადასაწყვეტად ელექტრონული კენჭისყრის
გამოყენება უნდა დაინერგოს.
15:47 / 18.03.2019
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ენმ-ში შიდაპარტიული საკითხების გადასაწყვეტად ელექტრონული კენჭისყრის გამოყენება უნდა დაინერგოს.
2019
წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების
მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი)
შეადგინა,
15:33 / 18.03.2019
2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა,
დედოფლისწყაროში ავტოავარიის შედეგად 2
ახალგაზრდა დაიღუპა.
13:56 / 18.03.2019
დედოფლისწყაროში ავტოავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა.