სიახლე
სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
ხადის ხეობაში რაიან სმითის, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მალხაზ კობაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებულის ადვოკატის, ალუდა ბუჩუკურის განცხადებით, მალხაზ კობაურს ბრალდების მხარისგან განსხვავებული ვერსია აქვს.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მასთან შევათანხმე პოზიცია. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის საჯარო განცხადებებისგან თავს ვიკავებთ. თუმცა, ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ვერსია ნამდვილად განსხვავებულია, ვიდრე, ბრალდების მხარის ვერსია“, - განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა, რომელიც მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მალხაზ კობაურს ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხადის ხეობაში 43 წლის რაიან სმითის და მისი 4 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა მალხაზ კობაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს-ს განცხადებით, მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხადის ხეობაში ის მწყემსად მუშაობდა.






წყარო: reginfo.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების
სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან
ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს
დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.
23:11 / 19.04.2019
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.

მარნეულის მერად გახდომის სურვილი
20:51 / 19.04.2019
მარნეულის მერად გახდომის სურვილი
მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამირტიზებული შიდა გზები
მოსახლეობისთვი ახალი პრობლლემა არ არის.
17:33 / 19.04.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამირტიზებული შიდა გზები მოსახლეობისთვი ახალი პრობლლემა არ არის.
კირაჩ-მუღანლო მარნეულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში
მდებარეობს. მიუსაფარი  ძაღლების პრობლემა რომ გარდა ქალაქისა
სოფლებშიც აწუხებთ, ამაზე რადიო მარნეულს არაერთი სიუჟეტი
მოუმზადებია.
17:03 / 19.04.2019
ირაჩ-მუღანლო მარნეულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. მიუსაფარი  ძაღლების პრობლემა რომ გარდა ქალაქისა სოფლებშიც აწუხებთ, ამაზე რადიო მარნეულს არაერთი სიუჟეტი მოუმზადებია.
მარნეულის მერის კანდიდატების რეგისტრაცია დღეს, 19
აპრილს,
15:45 / 19.04.2019
მარნეულის მერის კანდიდატების რეგისტრაცია დღეს, 19 აპრილს,
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის
საყვარელ სათამაშო
13:58 / 19.04.2019
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის საყვარელ სათამაშო
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.