სიახლე
"ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს" - სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული
ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, 19 წლის მალხაზ კობაურის განცხადებით, სმითების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს. როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, შემთხვევის ადგილზე ორი უცხოელი მამაკაცი იყო, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს, მას კი დაემუქრნენ.

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, - ციტირებს ბრალდებულის განცხადებას პირველი არხი.

ამ წუთებში მცხეთის რაიონული სასამართლო მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადის ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური შეხვდა ტურისტებს: რაიან სმითს, მის მეუღლესა და 4 წლის შვილს, რომლებმაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის ხეობაში მდებარე ჩანჩქერი, რაზეც მალხაზ კობაური დათანხმდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ერთ-ერთი ჩანჩქერის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან, 4 წლის შვილისა და მეუღლის თანდასწრებით, ორჯერ გასროლით მოკლა რაიან სმითი. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან რაიან სმითის ცოლის და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად ქალი ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მალხაზ კობაურმა 4 წლის ბავშვი ასევე თოფიდან გასროლით მოკლა, გვამი და გასროლილი მასრები მდინარეში გადააგდო, ხოლო ბავშვის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა.




წყარო: reginfo.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების
სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან
ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს
დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.
23:11 / 19.04.2019
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.

მარნეულის მერად გახდომის სურვილი
20:51 / 19.04.2019
მარნეულის მერად გახდომის სურვილი
მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამირტიზებული შიდა გზები
მოსახლეობისთვი ახალი პრობლლემა არ არის.
17:33 / 19.04.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამირტიზებული შიდა გზები მოსახლეობისთვი ახალი პრობლლემა არ არის.
კირაჩ-მუღანლო მარნეულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში
მდებარეობს. მიუსაფარი  ძაღლების პრობლემა რომ გარდა ქალაქისა
სოფლებშიც აწუხებთ, ამაზე რადიო მარნეულს არაერთი სიუჟეტი
მოუმზადებია.
17:03 / 19.04.2019
ირაჩ-მუღანლო მარნეულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. მიუსაფარი  ძაღლების პრობლემა რომ გარდა ქალაქისა სოფლებშიც აწუხებთ, ამაზე რადიო მარნეულს არაერთი სიუჟეტი მოუმზადებია.
მარნეულის მერის კანდიდატების რეგისტრაცია დღეს, 19
აპრილს,
15:45 / 19.04.2019
მარნეულის მერის კანდიდატების რეგისტრაცია დღეს, 19 აპრილს,
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის
საყვარელ სათამაშო
13:58 / 19.04.2019
წვიმის დროს მარნეულის ქუჩები ბავშვებისათვის საყვარელ სათამაშო
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.