სიახლე
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ორი უცნობი მამაკაცი, რომლებზეც მალხაზ კობაური საუბრობდა, ჩრდილოკავკასიელებს გავდნენ
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ორი უცნობი მამაკაცი, რომლებზეც მალხაზ კობაური საუბრობდა, ჩრდილოკავკასიელებს გავდნენ
​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი ხადას ხობაში მომხდარი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.
ადვოკატი დავით გირგვლიანი საქმეში ახლა ჩაერთო, მანამდე მალხაზ კობაურის უფლებებს სხვა ადვოკატები იცავდნენ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, კობაური საუბრობს ორ უცნობ ადამიანზე, რომელბმაც სმიტების ოჯახის წევრები დახოცეს.

„მალხაზ კობაური მოყვა, რა მოხდა სინამდვილეში, რისიც მე მჯერა და თუ ჩვენ ამ საქმის ვერსიას გავიზიარებთ, ამ შემთხვევაში მალხაზ კობაური არა დამნაშავე, არამედ არის ამ დანაშაულის პირდაპირი მოწმე. კობაური ახსენებს ორ უცნობ ადამიანს, საქმეში ჩნდება შავი ფერის ავტომობილი, რომლითაც ორი უცნობი პიროვნება მივიდა ხადას ხეობაში, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი. მან განაცხადა, რომ ესენი არიან უცხოელები, ქართველებს არ გავდნენ, მეტყველებდნენ ქართულად, თუმცა საუბრობდნენ ისე, თითქოს ჯერ აზრებს ალაგებდნენ და მერე საუბრობდნენ. როგორც კობაური აცხადებს, ისინი დაახლოებით ორ მეტრამდე სიმაღლის იყვნენ, ჩრდილოკავკასიელებს გავდნენ და აქცენტიც უფრო ლეკური ჰქონდათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, კობაური იხსენებს, რომ შავი ავტომობილი სმიტების ავტომობილის გვერდით გაჩერდა და მათი დანახვის შემდეგ მაიკლ სმიტი აღელვდა.

„კობაური აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ სმიტების ოჯახის წევრები ამ მამაკაცებს იცნობდნენ. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ჩვენება იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თოფი წაართვა, მეორე პიროვნებას კი პისტოლეტი ჰქონდა შავი ფერის და შავი ფერის ხელთათმანი ეკეთა ხელზე. ვისი იარაღიდან მოხდა გასროლა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ”, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, კობაურმა ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

„როდესაც კობაური მოუყვა გამომძიებელს ყველაფერს, არავინ დაუჯერა, სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა დანაშული, იმყოფებოდა ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ და მოუწია ამ წნეხის პირობებში აღიარებითი ჩვენების მიცემა. მალხაზ კობაური ამ ორი ადამიანის ტყვე იყო. ეს ორი პიროვნება მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ. ამიტომ სდუმდა ის დღეები, ეშინოდა. მას აღენიშნება მცირედი დაზიანება, ამ მცირედ დაზიანებაზეც ექსკლუზიურად თქვენ გეტყვით, რომ ეს არის ნიკაპზე. პოლიციელებს მისთვის არ მიუყენებიათ დაზიანება, ეს დაზიანება მიაყენა ერთ-ერთმა პიროვნებამ იმ ორიდან, რომელიც მას ცალკე აკავებდა და არ მისცა საშუალება, რომ კობაური დახმარებოდა სმიტების ოჯახს, როდესაც მეორე პირი მაიკლ სმიტს სასიკვდილოდ იმეტებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, ასევე მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს, ისინი ორმა „უცხოურმა მამაკაცმა“, რომლებიც მას დაემუქრნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით
დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ
მიღებული ინფორმაციებისადმი.
09:56 / 18.04.2019
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
16:21 / 12.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში
მიმდინარეობს.
15:22 / 12.04.2019
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება
მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები
ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
16:12 / 11.04.2019
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი
დარღვევა,
14:23 / 10.04.2019
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი დარღვევა,
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების
“იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება
გამოთაყვანდეს”,
14:09 / 10.04.2019
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების “იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება გამოთაყვანდეს”,
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ,
ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება, რომელზეც პოლიტიკოსის
სახელს,
13:53 / 10.04.2019
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება, რომელზეც პოლიტიკოსის სახელს,
ქუთაისში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე
მატარებლის მიტოვებულ ვაგონში, წინასწარი ინფრომაციით ადამიანის
ჩონჩხი იპოვეს.
16:21 / 09.04.2019
ქუთაისში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის მიტოვებულ ვაგონში, წინასწარი ინფრომაციით ადამიანის ჩონჩხი იპოვეს.