სიახლე
მარნეულელები კვიციანის ინიციატივას რელიგიის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ
საქართველოში საჯარო სივრცეებში ჩადრის, ნიქაბისა და ბურკის ტარება შესაძლოა ადმინისტრაციული წესით დაისაჯოს. პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეიტანის ინიციატივა წარადგინა.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკვერებში და სხვა საჯარო ადგილებში ჩადრის, ნიკაბის და ბურკის ტარებისთვის ჯარიმა 500 ლარი უნდა იყოს, განმეორების შემთხვევაში კი 1500 ლარი.

კვიციანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ამ აკრძალვას არ ექვემდებარება.
ჩვენ მარნეულელებს შორის გამოკითხვა ჩავატარეთ. მოსახლეობამ განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ისლამის რელიგიისა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ პატარა პიროვნებები ვართ. თვითონ როგორც ურჩევნიათ ისე გააკეთონ.“ - ამბობს მარნეულელი კაცი

„ერთის მხრივ ვფიქრობ, რომ ამასთან შეწინააღმდეგება ძალიან რთულია. ამის გარდა ეს საკითხი სწორი არ არის. მეორეს მხრივ ეს ქრისტიანული ქვეყანაა და სხვა სახელმწიფოებს ამ ქვეყნის კანონებში ჩარევის უფლება არ აქვს.“ - გვეუბნება მარნეულელი კაცი

„მე ვფიქრობ, რომ ასეთ რამეს ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება.“ - ამბობს ჰიჯაბში შემოსილი ქალი

„ვინც ლოცულობენ ის ქალები ჩადრით დადიან და ვფიქრობ, რომ ეს სწორია.“ - გვეუბნება მარნეულელი კაცი

„ჩვენ მუსლიმები ვართ და მერე რა რომ ქრისტიანულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენც უნდა გვცენ პატივი.“ - ამბობს მარნეულელი კაცი

„მე ცუდი შეხედულება მაქვს ამაზე. მინდა, რომ ჩვენი ქალები სულ ჩადრით დადიოდნენ.“ - გვითხრა მარნეულელმა კაცმა

ემზარ კვიციანმა საკუთარი ინიციატივის განსამტკიცებლად ევროპული ქვეყნების მაალითებიც მოიყვანა და თქვა, რომ 1 ივლისს ნიდერლანდები, ბელგია, საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი და დატვიაც შეურთდა ამდაგვარ აკრძალვებს.

მუსლიმური რელიგიის დამახასიათებელი სამოსის აკრძალვის მიზეზად კვიციანმა ქვეყანაში ბევრი ტურისტის შემოსვლა დაასახელა, რომლებიც ნიქაბსა და კაბაში არიან გამოწყობილი, რამაც შესაძლოა ტერორიზმის თვალსაზრისით საფრთხე შექმნას.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი თანამშრომელი
ჰყავს.
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი თანამშრომელი ჰყავს.
საქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და
ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ИА REGNUM-ს
დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან
აცნობეს.
აქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ИА REGNUM-ს დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
დღეს, 23 ივლისს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში
პირუტყვის დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს, 23 ივლისს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში პირუტყვის დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა და
სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა და სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა
მავრიტანიის ნაპირებთან უკრაინულ გემზე „ივან
გოლუბეცი“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან
დაშავებულები.
მავრიტანიის ნაპირებთან უკრაინულ გემზე „ივან გოლუბეცი“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
დღეს, 22 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის
დღეს, 22 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის
ნიგერიაში გატაცებული თურქეთის 4 მოქალაქის
გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.
ნიგერიაში გატაცებული თურქეთის 4 მოქალაქის გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.