სიახლე
დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. დეპუტატი სექტემბერში აცხადებდა, რომ მას სალომე ზურაბიშვილი კამპანიის დასაფინანსებლად სახსრები არ ჰქონდა.

“მე მის [სალომე ზურაბიშვილის] საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – უპასუხა 10 სექტემბერს იოსებ მაკრახიძემ რადიო მოზაიკის კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა “ქართულმა ოცნებამ” სწორედ 10 სექტემბერს გამოუცხადა.

“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატისადმი მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს ფინანსური რესურსის მიმართვაში ამ კანდიდატის საარჩევნო ფონდში.

“სალომე ზურაბიშვილს თუ “ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ“, – განუცხადა მაკრახიძემ რადიო მოზიკას.

იოსებ მაკრახიძე შპს “იბოლიას” მეწილეა. ის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი გორში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი გახდა.

ბოლო ორ დღეში სალომე ზურაბიშვილმა 353 757 ლარის შემოწირულობა მიიღო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა
სარგებლობდნენ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და
მონიტორინგის სამსახურის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,