საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის
ინფორმაციით, 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა
იგეგმება,
თუმცა პროგრამის ბიუჯეტი ჯერ დასაზუსტებელია.
როგორც კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობს.
„სამინისტრო მუშაობს, რომ ეს პროგრამა იყოს შედეგიანი და
არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს
გააუქმა.
წყარო: bm.ge