საპროტესტო აქციაზე პატრული გამოიძახეს - (ვიდეო)
გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა აქციის მონაწილეები დააჯარიმა, ამის მიზეზი გორის მერიის შენობის წინ, ნაკელისა და საკენკის დაყრა გახდა.

საჯარიმო ოქმების შედგენამდე მცირე ინციდენტი მოხდა. გორის მერის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა თემურ მანველიშვილმა სანაგვე ვედრო აიღო და ნაგავი აქციის მონაწილეს თავზე დააყარა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ იმ ადამიანის დასჯასაც, რომელმაც მათ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.



ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს, შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. აქციის ორგანიზატორები კოტე თავზარაშვილის გადადგომა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვეს.

საქმე ეხება 2 დღის წინ დევნილთა დასახლებაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

წყარო: qartli.ge

Print