სუს-მა საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს, აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობა და თურქეთის მოქალაქეს 1 600 დოლარად მიჰყიდეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე სსკ-ის სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print