საბერძნეთში ნაპოვნი 24 წლის ქართველი გოგონა, სავარაუდოდ, მოკლულია
საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე.

„გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, - აცხადებენ სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრები 24 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს. დაუზუსტებელი ცნობით, ის სავარაუდოდ, მოკლულია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print