სიახლე
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს, იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მას ბრალი წარედგინა 141-ე მუხლის საფუძველზე, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

„დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და 141-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა. დაემატა მუხლი 141-ე, რომელიც არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა საბანაძემ.

8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე
არჩევნებში კანდიდატად სანდრა რულოვსს წარადგენს.
00:00 / 23.03.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად სანდრა რულოვსს წარადგენს.
ბათუმში, ცენტრალურ პარკთან სათამაშოების ორი
მაღაზია გაქურდეს.
15:28 / 22.03.2019
ბათუმში, ცენტრალურ პარკთან სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს.
ერაყში, ქალაქ მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსში
ბორნის ჩაძირვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
13:58 / 22.03.2019
ერაყში, ქალაქ მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსში ბორნის ჩაძირვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის. ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურში
განუცხადეს.
13:11 / 22.03.2019
კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურში განუცხადეს.
თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო
წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა და
განადგურდება,
13:00 / 22.03.2019
თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა და განადგურდება,
პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის
შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
15:30 / 20.03.2019
პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების
რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ
გამოაქვეყნა.
14:55 / 20.03.2019
საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეკინის გამზირზე
მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე ორი
პირი, მამა-შვილი დააკავა, რომლებიც წარსულში სხვადასხვა
დანაშაულისთვის ნასამართლევი არიან.
11:56 / 20.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი, მამა-შვილი დააკავა, რომლებიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი არიან.