სიახლე
ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება
ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შედის, რომლის გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

„კითხვები არის, სამართალდამცავი ორგანო მზად არის თუ არა შესაბამისი ტესტებით და შესაბამისი პროცედურით. ამიტომ, განისაზღვრა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნული ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. მანამდე ყველაფერი მომზადდება იმისთვის, რომ შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და ამავე დროს, მოქალაქეთა ინფორმირება განხორციელდეს“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მსგავსად, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში აიკრძალება. პროექტი არასრულწლოვნებისა და 21 წლამდე ახალგაზრდების მიმართ მკაცრ მიდგომებს განსაზღვრავს, რათა მარიხუანაზე წვდომა მაქსიმალურად შეიზღუდოს.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით
დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ
მიღებული ინფორმაციებისადმი.
09:56 / 18.04.2019
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
16:21 / 12.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში
მიმდინარეობს.
15:22 / 12.04.2019
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება
მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები
ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
16:12 / 11.04.2019
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი
დარღვევა,
14:23 / 10.04.2019
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი დარღვევა,
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების
“იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება
გამოთაყვანდეს”,
14:09 / 10.04.2019
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების “იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება გამოთაყვანდეს”,
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ,
ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება, რომელზეც პოლიტიკოსის
სახელს,
13:53 / 10.04.2019
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება, რომელზეც პოლიტიკოსის სახელს,
ქუთაისში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე
მატარებლის მიტოვებულ ვაგონში, წინასწარი ინფრომაციით ადამიანის
ჩონჩხი იპოვეს.
16:21 / 09.04.2019
ქუთაისში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის მიტოვებულ ვაგონში, წინასწარი ინფრომაციით ადამიანის ჩონჩხი იპოვეს.