სიახლე
გრიგოლ ვაშაძე - 7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის
7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს. მისივე შეფასებით, კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია „იმედში“ შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა.
„მართალია, მაშინ არავითარი კავშირი არ მქონდა ხელისუფლებასთან, არც ერთი თანამდებობა არ მეკავა და რიგითი კერძო პირი ვიყავი, მაინც სრულად ვიზიარებ ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მივიჩნევ.

ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი და პატივს სცემდეს ყველა მოქალაქის პოზიციას, მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და სიმპათიების. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრინციპს სათანადოდ არ ვცემდით პატივს, რაც დადასტურდა კიდეც 2007 წლის 7 ნოემბერს: ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეთამაშა გამაერთიანებელი როლი, სამწუხაროდ თავისი ქმედებებით კიდევ უფრო გათიშა ისედაც პოლარიზებული საზოგადოება.

ჩემთვის არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავრობას ჰქონდა თუ არა ამ ზომების გამოყენების სამართლებრივი უფლება და საფუძველი. არ შეიძლება, ყველაფერი, რაც დაშვებულია, გამოიყენო. ხელისუფლებას მეტი დაფიქრება მართებდა მაშინ და მართებს ახლაც.

კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია „იმედში“ შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა. ამას გამართლება ვერ ექნება და არც აქვს. ბევრჯერ მისაუბრია ამ საკითხზე ჩემს მეგობარ გიორგი თარგამაძესთან და ყოველი საუბრის ბოლოს, მივდიოდი დასკვნამდე, რომ ეს იყო ეროვნული ტრაგედიის მასშტაბის მოვლენა და ვერანაირი გამართლება ამის ჩამდენ ხელისუფლებას ვერ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი „იმედი“ სისტემატიურად მიძღვნის ფეიკ ნიუსებს, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ვერავინ შეზღუდავს მედიის უფლებას, თუნდაც დამცინოს, დამაბრალოს სიცრუე, გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია ჩემზე ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერზე. ეს პროფესიული სტანდარტის საკითხია და არ არის ხელისუფლების საქმე.

ახლა შევხედოთ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ მისი მმართველობის მე-6 წლის თავზე. ივანიშვილი არათუ იმეორებს თერთმეტი წლის წინანდელ ჩვენს შეცდომებს, არამედ დეკლარილებულად მტრებად აცხადებს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა პირველ ტურში. ივანიშვილს შემოაქვს გათიშულობა და ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს სამოქალაქო ომით, არეულობით და რეპრესიებით.

სწორედ ეს იყო შვიდი ნოემბრის შეცდომა და ამას იმეორებს დღეს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაათმაგებული მასშტაბით.

დღეს ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საზოგადოების გაერთიანებას. პარტიების და პოლიტიკური ლიდერების უდიდესი უმრავლესობა, ვინც მაშინ იდგა რუსთაველზე და აპროტესტებდა მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას, დღეს დგას ჩვენს გვერდით და აპროტესტებს ამ ხელისუფლების მიერ ქვეყნის კატასტროფამდე მიყვანას.

ჩვენ აღარ გვინდა შვიდი ნოემბერი, აღარ გვინდა წარსული, ყველა გაკვეთილი ნასწავლია, ყველა შეცდომა გაანალიზებულია, ყველა დასკვნა გამოტანილია. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მომავალზე. მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მომავალი!“, -წერს გრიგოლ ვაშაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით
დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ
მიღებული ინფორმაციებისადმი.
09:56 / 18.04.2019
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
16:21 / 12.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში
მიმდინარეობს.
15:22 / 12.04.2019
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება
მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები
ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
16:12 / 11.04.2019
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი
დარღვევა,
14:23 / 10.04.2019
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი დარღვევა,
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების
“იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება
გამოთაყვანდეს”,
14:09 / 10.04.2019
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების “იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება გამოთაყვანდეს”,