სიახლე
კახა კალაძე - 7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი
7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებულები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

კალაძის თქმით, 7 ნოემბერი შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითი.

„დღეს 7 ნოემბერია, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ; შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითიც. ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა თავისი მედიის თუ ლობისტების საშუალებით მაქსიმალურად შეეფუთა 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე დაინახეს ასევე უცხოეთშიც.

7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებულები ჩვენ ყველანი, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში.

რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფებად- იმისიანებად და ამისიანებად. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ამ მიდგომებმა და დამოკიდებულებამ რა მოგვიტანა ქვეყანაში. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ადამიანები მოვკვეთოთ საზოგადოებიდან, ჩავქოლოთ, გავრიყოთ და გვქონდეს ეს დამოკიდებულება. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ეს არის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ეკონომიკურად სწრაფი განვითარება, რომ ეს იგრძნოს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ხალხი და მთავრობა არის ერთი მთლიანი ძალა და არა ერთმანეთის მოწონააღმდეგე ძალები. ესაა ქვეყნის განვითარების საწინდარი და ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ თანამშრომლობისა და წინსვლისკენ"
,- განაცხადა კალაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით
დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ
მიღებული ინფორმაციებისადმი.
09:56 / 18.04.2019
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
16:21 / 12.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში
მიმდინარეობს.
15:22 / 12.04.2019
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება
მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები
ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
16:12 / 11.04.2019
საქართველოს მთავრობამ შპს ფშავი ჰიდროს უფლება მისცა საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი
დარღვევა,
14:23 / 10.04.2019
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში 9 აპრილს თქვა, რომ ისეთი დარღვევა,
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების
“იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება
გამოთაყვანდეს”,
14:09 / 10.04.2019
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების “იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება გამოთაყვანდეს”,