შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარი მაღაზიის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
17:25 / 08.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის
დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მაღაზიის
გაქურდვის ბრალდებით,
1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.თ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს,
ღამით, რუსთავის მე-14 მიკრორაიონში, N21 საჯარო სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე სასურსათო მაღაზია გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.თ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.