აშშ გმობს ატოცში მავთულხლართების მონტაჟს
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის “ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს .

“მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია,” – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან მეორე დღეა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ.











წყარო:ნეტგაზეთი
Print