ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი
სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3 თეთრით და ევროსთან კი 6
თეთრით გამყარდა.
ხვალ, 10 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.71 ლარი,
ერთი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი კი 3.08 ლარი იქნება.
ოქტომბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება. დღეს, 9 ნოემბერს
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.