შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა
16:33 / 26.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის
ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1980 წელს
დაბადებული ნ.ჯ. თბილისში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის
შემცველი ნარკოტიკული საშუალების 112 აბი და 9 აბის ნატეხები
ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.