მარნეულში, პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავთა მობილიზება ხდება
მარნეულში, პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავთა მობილიზება ხდება. რამდენიმე წუთის წინ, იქ სპეციალური დანიშნულების რაზმი მიიყვანეს.
ადგილზეა სპეცტექნიკაც, მათ შორის, ორი ე.წ. კობრა.



როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცავმა განაცხადა, ისინი ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან.
წყარო: ინტერპრესნიუსი

Print