სიახლე
სააკაშვილი უკრაინულ არხზე წაიყვანს გადაცემას “ჯოკრები. გზა პრეზიდენტობისკენ”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ ZIK-ზე წაიყვანს ტელეგადაცემას, სახელად “ჯოკრები. გზა პრეზიდენტობისკენ (“Джокери. Шлях у президенти”).
ამის შესახებ თავად ZIK-ის ვებგვერდი იუწყება. გადაცემა 7 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს, კიევის დროით 18:30 საათზე გავა ეთერში.

გადაცემაში სააკაშვილი, სავარაუდოდ, ისაუბრებს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების შესახებ. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 31 მარტსაა ჩანიშნული. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ.

გადაცემა, რომელიც ტელეარც ZIK-ისა და ინტერნეტგამოცემა Украинская правда-ს პროქტია, 2017 წლიდან გადის, რომელიც აქამდე უკრაინელ ჟურნალისტ სევგილ მუსაევას მიჰყავდა.

არხის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ოლგა მოვჩანმა, განაცხადა, რომ პროექტის გაგრძელებას მუსაევასთან ერთად გეგმავდნენ, თუმცა იგი აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად, რის გამოც “გამორჩეული პიროვნების” ძებნა დაიწყეს.

“სააკაშვილი — [არის] პრეზიდენტი, რომელმაც ფსკერიდან ამოიყვანა საკუთარი ქვეყანა და კარგად იცნობს უკრაინის პოლიტიკის კულისებს. ცხადია, ის არ არის უბრალო წამყვანი. მისი კომენტარები ჩვენს პროექტში – ეს არის მისი ხედვა და დამოკიდებულება სიტუაციებისა და ადამიანების მიმართ. ის არ არის ადამიანი, რომელიც ობიექტური ჟურნალისტიკის ტექსტს წაიკითხავს”, – განაცხადა მოვჩანმა.



საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, 2015-16 წლებში სააკაშვილი უკრაინაში ოდესის გუბერნატორად მსახურობდა მანამ, სანამ სტუდენტობის მეგობართან, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირება მოუვიდა. ამის შემდეგ მან დააარსა ოპოზიციური პარტია “ახალი ძალების მოძრაობა”. 2018 წელს იგი უკრაინიდან გააძევეს.

ZIK-ის ცნობით, სააკაშვილი ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა
სარგებლობდნენ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და
მონიტორინგის სამსახურის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,