სოფელ კიროვკაში გზის დაგება 2019 წელს იგეგმება
სოფელი კიროვკა მარნეულიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარებს. შიდა გზები ამორტიზებულია. ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ, ადგილობრივი მოსახლეობა ცუდი გზის არსებობის გამო შეწუხებულია. ამბობენ, რომ სიტუაცია ცუდ ამინდში კიდევ უფრო უარესდება.

“ჩვენი შვილები სკოლიდან სახლში ვერ მოდიან, თქვენც ხედავთ რა დღეშია აქაურობა. სახლიდან გასვლისას სუფთა ტანსაცმლით გადიან უკან დაბრუნებისას კი ტალახით არიან დასვრილები. მთავრობა ყურადღებას რატომ არ გვაქცევს? არჩევნების დროს მოდიან და იძახიან ხმა მოგვეცითო, რაზე უნდა მივცეთ ხმა? ერთ გზას ვერ აკეთებენ. მოვიდნენ, თავადაც ნახონ ეს ხალხი რა დღეშია, როგორ წვალობენ.”- ამბობს კიროვკის მკვიდრი

გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ბავშვები სკოლაში რომ მიდიან ხელში აგვყავს და ისე მიგვყავს რომ არ დაისვარონ.
დღეში ორი წყვილი ტანსაცმელი სჭირდებათ. სიტუაცია კიდევ უფრო ცუდია წვიმიან ამინდში. ფაქტობრივად სიარული არ შეგიძლია ამ გზით. ჩვენ მივმართეთ გამგეობას, გვიპასუხეს, რომ გზები გაკეთდება, მაგრამ გვაინტერესებს როდის? - გვეუბნება კიროვკის მკვიდრი

როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ, სოფელ კიროვკაში გზის დაგება 2019 წელს იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება.





Print