ირანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ირანში, ქალაქ ჩაბაჰარში აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული ტელეარხი IRINN ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო IRINN-ის ინფორმაციით, პირველადი მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული და რამდენიმე დაშავებული.

წყაროზე დაყრდნობით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის ქალაქ ჩაბაჰარის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად მოხდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print