გაზიფიცირების სამუშაოების აღმნიშვნელი აბრების არ ქონის გამო მძღოლებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ მუღანლოსა და ხანჯიღაზლოს სოფლებში გაზიფიცირება მიმდინარეობს.
25 ნოემბრიდან, სოფელ თექალოში ბუნებრივი აირის მილების გასაყვანად სამუშაოები დაიწყეს.

სამუშაოები მარნეული-წითელი ხიდის მაგისტრალზე ხორციელდება, სადაც გამაფრთხილებელ ნიშნად მხოლოდ მოძველებული ლენტები შეინიშნება. კირაჩ მუღანლოში კი მხოლოდ ერთი აბრაა დამონტაჟებული.

თაქალოსა და ხანჯიღაზლოს სოფლებში არანაირი ნიშანი არ დგას, რაც მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიგანიშნებს, ეს კი მარნეული- წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავ ავტომობილის მძღოლებს საფრთხეს უქმნის.

გაზიფიცირების სამუშაოებს “სოკარ ჯორჯია” ახორციელებს. 

სოფლებში ბუნებრივი გაზის დამონტაჟების შემდეგ 450-მდე მოსახლეობა, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებიდან ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფილი იქნება.


Print