სიახლე
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია წინაპრების ხედვასთან, თუ როგორ სურდათ მათ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება
დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, იმასთან თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის.

„მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია, დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და განსაკუთრებულია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, ამავე დროს, ქმნის ისეთ პირობებს, რომ სწორედ თავისუფალ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს როგორც საერთო ეროვნული, ისე რეგიონალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა. ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის. შესაბამისად, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მნიშვნელოვანია და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ინტენსიური მონაწილეობით“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას ვისი ინიციატივითაც შეიქმნა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პლატფორმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა
სარგებლობდნენ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და
მონიტორინგის სამსახურის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა,