ბაღის ზეიმზე პიროტექნიკა აფეთქდა
თბილისის 71 – ე საბავშო ბაღში გარეგამოყენების პიროტექნიკა გამოიყენეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძეს განცხადებით, ბაღის ადმინისტრაციის მიმართ გატარდება მკაცრი სანქციები. მიმდინარეობს მოკვლევა და ყველა საჭირო ინფორმაცია გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხომობს.

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაღზრდელი მსუბუქად დაზიანდა. მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.

წყარო: tv4.ge

Print