ბოლო ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპით 8 ადამიანი გარდაიცვალა — ამირან გამყრელიძე
ბოლო ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპით 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ On.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უთხრა.

მისი თქმით, რვავე გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი ანუ ე.წ. ღორის გრიპია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა გრიპის შემთხვევების მატება. მისივე განმარტებით, ავადობა არის ისეთივე როგორიც იყო შარშან წინ ამ დროს და მეტია, ვიდრე იყო შარშან ამ დროს. პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეპიდემიის საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს.

წყარო: On

Print