სიახლე
ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძეზე - სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს ბრალი საავადმყოფოში წარუდგინეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს ბრალი წარედგინა. სასწრაფო დახმარების მძღოლისთვის ბრალის წარსადგენად გამომძიებლები საავადმყოფოში მივიდნენ.

საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გუშინ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა. ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით 8:00 საათზე მოხდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 12-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის მედპერსონალმაც.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი გადაღლილი იყო და, სავარაუდოდ, ჩაეძინა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

წყარო: rustavi2.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019
წლის აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს მიმართავს და ამ
დროისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.
22:42 / 25.03.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს მიმართავს და ამ დროისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის
მქონე ოპერატორების ბრუნვამ 2018 წელს შესაძლოა, 10 მლრდ ლარს
გადააჭარბოს.
22:32 / 25.03.2019
აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორების ბრუნვამ 2018 წელს შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს.
ხადას ხეობაში
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის
ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის
გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ.
20:43 / 25.03.2019
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ.
ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე
შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ. ამის შესახებ
საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია არის შესული.
17:02 / 25.03.2019
ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია არის შესული.
პოლონეთში, გლისნო ვიელკიში საქართველოსა და
უკრაინის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად
საქართველოს 24 წლის
16:44 / 25.03.2019
პოლონეთში, გლისნო ვიელკიში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საქართველოს 24 წლის
24
მარტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე პარტიის
თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.
14:11 / 25.03.2019
24 მარტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი
მარგველაშვილი და მისი ოჯახი დუშეთში ტურისტებზე კოტეჯს აქირავებენ.
შესაბამისი განცხადება,
13:12 / 25.03.2019
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი დუშეთში ტურისტებზე კოტეჯს აქირავებენ. შესაბამისი განცხადება,
ხაშურში კაცმა დანით ცოლს რამდენჯერმე ჭრილობა
მიაყენა.
13:03 / 25.03.2019
ხაშურში კაცმა დანით ცოლს რამდენჯერმე ჭრილობა მიაყენა.