თბილისში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განუცხადეს.

მათივე განმარტებით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა და ამ დროისთვის ზუსტდება, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას თუ ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს ამ წუთებში აზუსტებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print