სიახლე
სახალხო დამცველის ანგარიში - სკოლების საპირფარეშოებში მძიმე სანიტარული ვითარებაა, 16 სკოლაში კი წყალი საერთოდ არ არის
შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც წარმოადგინა ანგარიში - "წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში".

მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით მაღალმთიან სოფლებშია.

"წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ამ კვლევის ფარგლებში, 6 რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16 სკოლაში საერთოდ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში საერთოდ არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი. ეს იწვევს იმას, რომ ბავშვები მთელ რიგ შემთხვევებში ვერ იღებენ სასმელი წყლის იმ რაოდენობას, რაც უნდა მიიღონ სწავლის განმავლობაში. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებთან მიმართებით. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისთვის და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. ეს მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ გაკვეთილებზე დასწრებას", - განაცხადა ლომჯარიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა
გვითხრათ?“-ასე მიმართა პანკისში, შეტაკებების ადგილზე ჩასულმა გიორგი
გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას.
23:18 / 21.04.2019
„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა გვითხრათ?“-ასე მიმართა პანკისში, შეტაკებების ადგილზე ჩასულმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა
საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ
მოუწოდა.
12:39 / 21.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა.
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების
წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები
გამოიყენეს.
12:13 / 21.04.2019
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ამ
წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის
დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას
აპროტესტებს.
12:00 / 21.04.2019
ამ წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით
დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ
მიღებული ინფორმაციებისადმი.
09:56 / 18.04.2019
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი.