მარნეულში 40 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
მარნეულში 40 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

შემთხვევა 8 თებერვალს, მაღალაშვილის ხიდის ქვემოთ მოხდა. დაშავებული ამ დრომდე მკურნალობს მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში.

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაზარალებული ამბობს, რომ ლიანდაგზე გადასვლის დროს მატარებელი არ შეუმჩნევია. თვითმხილველების თქმით კი მატარებელი მოდიოდა "მამაკაცმა ალბათ იფიქრა, რომ მატარებელს გადაასწრებდა."

ჩვენ „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკიდან ველოდებით პასუხს დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ამავე ადგილზე, მატარებლის დაჯახების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ერთი მსხვერპლით დასრულდა.


ამავე თემაზე:

ოთხი გარდაცვლილი ერთ წელიწადში - სარკინიგზო ავარიები მარნეულში
Print