სიახლე
ქართველმა დეპუტატმა ბაქოში 600 ევროდ იმღერა - ზაზა ხუციშვილის დეკლარაციიდან
დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, ბაქოსა და თბილისში სიმღერით 2018 წელს დაახლოებით 6 200 ლარი იშოვა. ბაქოში ერთი კონცერტისთვის მიღებულმა ჰონორარმა 600 ევრო შეადგინა; თბილისში კი მას 2 320​ ლარი გადაუხადეს "ჰარდ როკ კაფემ" და ფაბმა "ნალი". ამ კლუბებში დეპუტატი გასულ წლებშიც უკრავდა.

2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მან თბილისში დაკვრისთვის 5 466 ლარი მიიღო. ამავე დეკლარაციაში აღრიცხულია ბაქოში ჩატარებული კიდევ ერთი კონცერტი, ასევე 600-ევროიანი ჰონორარით. 2017 წელს კონცერტებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 7 200 ლარი შეადგინა. ამ წელს დეპუტატმა 827,46 ლარიც მიიღო, როგორც საავტორო ჰონორარი.

2017 წლის დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს მუსიკოსი დეპუტატი მხოლოდ "ჰარდ როკ კაფეში" უკრავდა და ამ საქმიანობით მან 1 200 ლარი მიიღო. ამავე წელს ის იყო რადიოგადაცემის წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამისათვის მას 6 300 ლარი გადაუხადეს.

ზაზა ხუციშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის მესამე ოლქში აირჩიეს.

ზაზა ხუციშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც 2017 წელს მოხვდნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

ეს ანგარიში დეპუტატების არადეკლარირებულ ქონებას, ბიზნესკავშირებსა და დეპუტატობასთან შეუთავსებელ საქმიანობას შეეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, ზაზა ხუციშვილს დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი ბინა მოსაშვილის ქუჩაზე (170 კვ. მეტრი).

მოგვიანებით, საჯარო სამსახურის ბიურომ დაადასტურა, რომ არასრული იყო 59 დეპუტატის დეკლარაციები. მათ შორის იყო ზაზა ხუციშვილიც.

წყარო: radiotavisupleba.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა
გვითხრათ?“-ასე მიმართა პანკისში, შეტაკებების ადგილზე ჩასულმა გიორგი
გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას.
23:18 / 21.04.2019
„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა გვითხრათ?“-ასე მიმართა პანკისში, შეტაკებების ადგილზე ჩასულმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა
საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ
მოუწოდა.
12:39 / 21.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა.
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების
წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები
გამოიყენეს.
12:13 / 21.04.2019
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ამ
წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის
დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას
აპროტესტებს.
12:00 / 21.04.2019
ამ წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით
დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ
მიღებული ინფორმაციებისადმი.
09:56 / 18.04.2019
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი.