თბილისში ხანძარს 101 წლის ვეტერანი ემსხვერპლა
13:35 / 01.03.2019
დღეს დილით,
თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე , სამამულო ომის მუზეუმის მეორე
სართულზე ხანძარი გაჩნდა,
რის
შედეგადაც 1918 წელს დაბადებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი
დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, 101 წლის მოხუცი მუზუმის მეორე სართულზე
სწორედ იმ ოთახში ცხოვრობდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. მოხუცი,
სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ
ცხედარი მეხანძრე-მაშველების მისვლამდე აღმოაჩინეს.
გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 187 -ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების გულისხმობს, რამაც
ცეცხლის წაკიდებით და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.