საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა
13:36 / 08.03.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის
წარმომადგენლებთან კოორდინაციით,გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას
დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე
შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში
მხილებული პირების საცხოვრებელი ბინიდან და სატრანსპორტო
საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ე.წ. ელექტრო
სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 890 კოლოფი
უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო
ღირებულება 15 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.