სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია პანკისის ხეობაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 25 წლის ამირან ბორჩაშვილი სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.


 

არსებული ინფორმაციით, ბორჩაშვილი თურქეთის გავლით სირიაში სამის წლის წინ წავიდა. მანამდე კი თელავის უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობაზე სწავლობდა. როგორც ცნობილია ამირან ბორჩაშვილმა საქართველო 2015 წელს ბიძაშვილთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად დატოვა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები