404 შეცდომა
რუსთავში 13 წლის მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
რუსთავში 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print