ყაზბეგის გამზირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
ყაზბეგის გამზირზე მინივენის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. აალების შედეგად დაზიანდა იქვე მდგარი მეორე ავტომობილიც.

სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


წყარო: ინტერპრესნიუსი

Print