აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაყენება პრობლემად დარჩა
პოლიტიკური ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაყენება პრობლემად დარჩა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ოპოზიციის წარმომადგენლებზე რიგი თავდასხმები, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში.

„„შსს-ს ინფორმაციით, 22 ნოემბერს 22 ადამიანს წაუყენეს ბრალდება ძალადობის ბრალდებით. ერთ ამგვარ ინციდენტში ახალქალაქში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი აქტივისტი იყო ნაცემი. შსს-მ „ქართული ოცნების“ ოთხ აქტივისტს წაუყენა ბრალდება. სხვა რიგ შემთხვევებში კი შსს არ ეთანხმებოდა ოპოზიციის მტკიცებულებას, რომ თავდასხმები არჩევნებთან იყო დაკავშირებული“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ NDI-ს განცხადებით, „ამ არჩევნებში ყველაზე განსაცვიფრებელი იყო სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან აგრესიული, პერსონალიზირებული და უპრეცედენტო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინაღმდეგ“.

ანგარიშში ასევე მოყვანილია მარნეულის მერის საქმე და აღნიშნულია, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო და მერს ბრალდება წაუყენა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print