მარსზე ფეხის დამდგმელი პირველი ადამიანი შესაძლოა ქალი გახდეს
14:50 / 14.03.2019
მარსზე ფეხის დამდგმელი პირველი ადამიანი
შესაძლოა ქალი გახდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური
ადმინისტრაციის (NASA) განცხადებით, მარსზე პირველმა შესაძლოა ქალმა
დადგას ფეხი.
NASA-ს თავჯდომარემ ჯიმ ბრაიდენსტაინმა ერთ-ერთ რადიოპროგრამაში
განაცხადა: „წითელ პლანეტაზე (მარსი) პირველმა შესაძლოა ქალმა დადგას
ფეხი.“
მისივე თქმით, მარსზე ფეხის დამდგმელი პირის ზუსტი ვინაობა
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის მაგრამ, ქალები წინა პლანზე არიან.
შეგახსენებთ, რომ NASA, თვის ბოლოს პირველი ქალის კოსმოსურ სივრცეში
გასასეირნებლად ემზადება.
ერთწლიანი თურქული ენის შემსწავლელი კურსი.
წყარო: trt.net.tr