5 ძირითადი პირობა, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ
ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს რამდენიმე მრავალწლიანი კვლევის შედეგები, რომლებშიც ათეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათი განცხადებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ მცირე 10 წლით შეიძლება გავზარდოთ სასარგებლო საკვებით, რეგულარული ვარჯიშით, ნორმალური წონის შენარჩუნებით, მოწევაზე უარის თქმითა და ალკოჰოლის ზომიერად გამოყენებით.

მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს დღეგრძელობაზე ჯანსაღი ცხოვრების ფაქტორთა გავლენა, მათ შორის რეგულარული, ყოველდღიური 30 წუთიანი ვარჯიშის როლი და სხეულის მასის ინდექსის მნიშვნელობა. აღმოჩნდა, რომ უარეს შემთხვევაში 50 წლის ასაკში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალებისათვის კიდევ 29 წელს, მამაკაცებისთვის კი - 25,5 წელს შეადგენდა. ამასთან, პირები, რომლებიც
რეგულარულად ვარჯიშობდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, საშულოდ 87-93 წელს ცოცხლობდნენ.

საყურადღებოა ისიც, რომ სათანადო რეკომენდაციათა მიმდევრები კვლევის პერიოდში 74 %-ით იშვიათად იღუპებოდნენ იმ მოხალისეებთან შედარებით, რომლებიც არ იცავდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ამგვარად, თუ 5 ძირითად პრინციპს დაიცავთ (სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, წონის შენარჩუნება, მოწევაზე უარის თქმა,ალკოჰოლის ზომიერად მოხმარება) სიცოცხლეს მნიშვნელოვნად გაიხანგრძლივებთ.


წყარო: მკურნალი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები