მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა ნუცუბიძეზე მდებარე მშენებარე სახლიდან
თბილისში, ნუციბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე
მშენებარე სახლიდან 53 წლის მუშა გადმოვარდა.
კაცი
ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა 14 მარტს, შუადღისას მოხდა.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო,
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.