მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა ნუცუბიძეზე მდებარე მშენებარე სახლიდან
თბილისში, ნუციბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე მშენებარე სახლიდან 53 წლის მუშა გადმოვარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა 14 მარტს, შუადღისას მოხდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ნეთგაზეთი
Print