„საზღვრის“ გავლების ახალი შემთხვევა არ დაგვიფიქსირებია - EUMM
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, იულიუ დრაგიჩმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია აკვირდება ვითარებას დიდ ხურვალეთში.

„ე.წ. საზღვრის გავლების ახალი შემთხვევა არ დაგვიფიქსირებია და უსაფრთხოების წარმომადგენლებიც ადგილზე არიან, მაგრამ ახალი ინციდენტი არ დარეგისტრირებულა. ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი“, - აცხადებს დრაგიჩი.

„ლიბერალის" შეკითხვაზე, თუ ვინ იგულისხმება „უსაფრთხოების წარმომადგენლებში“ დრაგიჩი პასუხობს, რომ იგულისხმება როგორც ქართული, ისევ „მეორე მხარეც“

წყარო: liberali.ge
Print