დედოფლისწყაროში ავტოავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა
დედოფლისწყაროში ავტოავარიის შედეგად 2
ახალგაზრდა დაიღუპა.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს, შემთხვევა 16 მარტს მოხდა და ორივე გარდაცვლილი 30 წლამდე
ასაკის იყო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა, გამოიწვია.